Bullet Train-ს, რომელშიც ბრედ პიტი მონაწილეობს, სტუდიის შეფასებით, $30.1 მილიონიანი გახსნის შაბათ-კვირა ჰქონდა. ეს ჰოლივუდის ზაფხულის აღდგენის ფაზაში უკანასკნელი დიდი ფილმია, რომელიც კინოთეატრებში გამოვიდა.
Bullet Train-ის დებიუტი Sony Pictures-ისთვის სოლიდური იყო, მაგრამ არც ისე გამორჩეული ფილმისთვის, რომლის გადაღება $90 მილიონი დაჯდა და პიტის ვარსკვლავური ფაქტორით იყო გაძლიერებული.
Bullet Train-ს შესაძლოა შაბათ-კვირა მეტი იმპულსით გაეხსნა უკეთესი მიმოხილვების შემთხვევაში. Rotten Tomatoes-ის კრიტიკოსების დაბალი 54%-იანი რეიტინგის ფონზე, ფილმი მაყურებელმა მხოლოდ ოდნავ უკეთ მიიღო და CinemaScore-ზე B+ შეფასება მიანიჭა. ფილმმა საზღვარგარეთ $32,4 მილიონი შეაგროვა.
შაბათ-კვირის კიდევ ერთი მასშტაბური გახსნა Easter Sunday იყო, რომელსაც Bullet Train-თან კონკურენცია გაუჭირდა. Universal Pictures-ის კომედიამ, რომელშიც მთავარ როლს კომიკოსი ჯო კოი ასრულებს, მოწონება დაიმსახურა ფილიპინური რეპრეზენტაციისთვის, თუმცა კიდევ უფრო უარესი მიმოხილვები მიიღო, ვიდრე Bullet Train-მა. ფილმის ბილეთების გაყიდვები $5,3 მილიონით გაიხსნა.
Bullet Train-ს მოჰყვება Warner Bros-ის DC League of Pets, ანიმაცია, რომელმაც გახსნის მეორე კვირას $11,2 მილიონი გამოიმუშავა.
ტაიკა ვაიტიტის Thor: Love and Thunder-ი ფილმის მეხუთე შაბათ-კვირას მეოთხე ადგილზე გავიდა $7,6 მილიონით. ფილმის შემოსავალი ჯამში $316,1 მილიონს აღწევს, რაც მას ყველაზე შემოსავლიან Thor-ის ფილმად აქცევს აშშ-ს მასშტაბით. თუმცა, გლობალური $699 მილიონით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფილმი 2017 წლის Thor: Ragnarok-ს დაეწიოს, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით $854 მილიონი გამოიმუშავა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია