LIVE

ჩინეთის დადებითი სავაჭრო ბალანსი რეკორდულად გაიზარდა

07 აგვ 202217:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 632
ჩინეთის დადებითი სავაჭრო ბალანსი რეკორდულად გაიზარდა

ჩინეთის დადებითი სავაჭრო ბალანსი რეკორდულად გაიზარდა ექსპორტის მოსალოდნელზე სწრაფი ზრდის ფონზე, რამაც გლობალური მოთხოვნის შემცირების გამო შეშფოთება გარკვეულწილად შეამსუბუქა.

ქვეყნის სავაჭრო ბალანსი ივლისში $101 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ივნისში დაფიქსირებულ წინა რეკორდს აჭარბებს. დღეს გამოქვეყნებული მთავრობის მონაცემებით, რიცხვი ყველაზე მაღალია 1987 წლის შემდეგ. ქვეყნის ექსპორტი დოლარში წინა წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა, რაც ეკონომისტების 14,1%-იან პროგნოზს ასევე აჭარბებს.

ჩინეთის იმპორტი 2.3%-ით გაიზარდა, ივნისში 1%-იან ზრდასთან შედარებით. შედეგი ჩამოუვარდება 4%-იანი ზრდის საშუალო შეფასებას, რაც სუსტ შიდა მოთხოვნაზე მიუთითებს. საქონლის შიდა გადაზიდვები, მათ შორის სოიოს, ბუნებრივი აირის და სპილენძის, ყოველთვიურად მცირდებოდა. თუმცა, გაიზარდა ნედლი ნავთობის იმპორტი.

პანდემიის პირობებში, ექსპორტი მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩინეთის ეკონომიკური ზრდისთვის. თუმცა, მზარდი საერთაშორისო გაურკვევლობა, მათ შორის შენელებული გლობალური ეკონომიკა და განვითარებულ ქვეყნებში მაღალი ინფლაცია, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ჩინეთის წვლილი ეკონომიკაში წელს შესუსტდება. ეს ართულებს სურათს ქვეყნისთვის, რომელიც უკვე დიდი წნეხის ქვეშაა.

ჩინეთის ეკონომიკამ ივლისში Covid-ის შემდგომი აღდგენა განაგრძო. თუმცა, მიუხედავად ამისა, აღდგენა მყიფე რჩება, რაც უძრავი ქონების სექტორის შენელებით, ჯერ კიდევ სუსტი შიდა მოთხოვნით და ახალი ვირუსის ტალღებით კიდევ უფრო მძიმდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია